გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას სთხოვს

7-02-2019

ქართული ოცნების დეპუტატი, ეკა ბესელია პარლამენტს, თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს.


ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.


ეკა ბესელიას განმარტებით, კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.


“საჭიროა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის ჩატარება და რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ. აღნიშნულ ინიციატივას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ ჩაიკეტოს და მოსამართლეთა უვადოდ განმწესება სრულად არ მოხდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930