გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადა მარშანიამ მიხეილ ბატიაშვილი ფრაქციის სხდომაზე მიიწვია

7-02-2019

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ კულტურული მემკვიდრეობის თემებზე სასაუბროდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ფრაქციის სხდომაზე მიიწვია. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს ანგარიშით წარსდგა.

„გელათი-ვარძია-კვეტერა, რას წარმოადგენს ეს სამი ძეგლი საქართველოსთვის ამაზე საუბარი ზედმეტია. იცით თუ არა, რომ ამ ძეგლების სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობს და უფრო მეტიც, დანაშაული მოხდა - გელათის გალავანი გარღვეულია.
მინდა გთხოვოთ და კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარისთვის მოგიპატიჟოთ „საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციაში. გთხოვთ, არ გადავდოთ ესმშეხვედრა, რადგან ამ სფეროში სავალალო მდგომარეობაა და გვსურს, გესაუბროთ მუზეუმებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31