გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2018 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

8-02-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან აგრო პროდუქტის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.


უწყების წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის ექსპორტის მიხედვით (ცვლილება წინა წელთან შედარებით):


აზერბაიჯანი - 120%;
ყაზახეთი - 78%;
უკრაინა- 25%;
ევროკავშირის ქვეყნები - 6%.


უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (ცვლილება წინა წელთან შედარებით, ღირებულების მიხედვით):


ქართული ღვინო - 15%;
ცხვრის ან თხის ხორცი - 53%;
უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 54%;
მინერალური და მტკნარი წყლები- 15%;
სპირტიანი სასმელები - 2%.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930