გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: განათლების მინისტრის გადადგომის საფუძვლებს ვერ ვხედავ

8-02-2019

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის საფუძვლებს ვერ ხედავს.


როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, გუშინ განათლების კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ საშუალება, სრული ინფორმაცია მიეღოთ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, მინისტრმა აბსოლუტურად ამომწურავად მიაწოდათ ინფორმაცია.


„ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც საკმაოდ უხეში ჩარევა ხდებოდა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან სისტემებში და საჯარო უწყებებში. მსგავსი სისტემური ჩარევა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ ხორციელდება. თუნდაც, კითხვების გაჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ არც ერთი შემთხვევის მიმდინარეობას. მე ვფიქრობ, რომ მინისტრმა უნდა გადახედოს საკადრო პოლიტიკას. ბუნებრივია ყველა გამოცდილ კოლეგას უნდა მიეცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში ინსპექტირების სამსახური უნდა გადავიდეს კოლეგიალურ მხარდაჭერაზე და ხარისხობრივი ინდიკატორებით შეფასების სისტემაზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31