გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანის სასამართლომ ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო

8-02-2019

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო, გიორგი ვაშაძე კი ცნო და 3 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.


პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლე დევი დევიძემ აღნიშნა, რომ ვაშაძის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ასახავდა მის ბრალეულობას, სადაც ის პოლიციელს შერაცხყოფას აყენებს. რაც შეეხება ნიკა მელიას, დაცვის მხარემ მოსამართლეს უტყუარი მტკიცებულებების და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ამ ნაწილში დაცვის მხარის პოზიცია მოსამართლემ გაიზიარა და ნიკა მელია ადამინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო.


პროცესს არ ესწრებოდნენ ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე.


ბრალდების მხარე ოპოზიციონერებს 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებოდა.



ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30