გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

12-02-2019

11 თებერვალს თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


43 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ზურგის არეში, ცივი იარაღით დაჭრა, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.


შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია. 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე, ყაზბეგში დააკავეს.


გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31