გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბავშვო ქალაქ „მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს

13-02-2019

თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. კაფეს მფლობელის, ანა გოგუაძის განცხადებით, წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპოდი და 165 ლარი. მისივე თქმით, ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. ისინი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ფაქტს ექსპერტ-კრიმინალისტები იძიებენ.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.


კაფე სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზეა ადაპტირებული და ის „ახალი მზიურის“ კონცეფციის ნაწილია.




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30