გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქცია აშშ-ში

13-02-2019

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ს უდიდეს ნავთობ კომპანიასთან Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი აგრძელებს ექსპორტს ამ ქვეყანაში. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ს უდიდეს ნავთობ კომპანიასთან Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი აგრძელებს ექსპორტს ამ ქვეყანაში. 


გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს რუსთავმა, მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან.


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამოდენიმე წელია მილებს ყიდის ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე. ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია. წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის არსებულ კლიენტებს დაემატება სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მომხმარებლები.



inforustavi.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930