გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს

13-02-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფრომაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (48 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.


საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.


დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930