გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციალური კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტზე შსს-მ 4 არასრულწლოვანი ამხილა

13-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს 4 არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ., 2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ.


გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია "აიტექნიკი", საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს.


სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930