გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო ბედუკაძის მიმართ თავდასხმაზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო

14-02-2019

როგორც Nsp-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლადო ბედუკაძის მიმართ თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ემუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ​ძალოვანი უწყების ცნობით, ინცინდენტში მონაწილე პირი გამოვლენილია. 


არსებული ინფორმაციით, ბედუკაძეს ყოფილი პატიმარი ფიზიკურად დაუპირისპირდა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.


ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს! თავდამსხმელი მიიმალა,ბედუკაძე სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს(სად არ ვიცი)“ - დაწერა მან.



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930