გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „თიბისი ბანკის“ საკითხი წმინდა სამართლებრივი საკითხია

16-02-2019

„ეს საკითხი არის სამართლებრივი და უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მე, პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქ ვერ ვისაუბრებ”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქტიურად საუბრობს ოპოზიცია, თუმცა, საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

„ოპოზიცია საუბრობს ამაზე აქტიურად და ეს მოსალოდნელიც არის მათი მხრიდან, თუმცა, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30