გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ავტომანქანების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ მოახერხებს

16-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.


უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.


მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031