გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო სპეკტაკლი, „თეთრი ბაირაღები“ დაიდგა

18-02-2019

ლანჩხუთის კულტურის ცენტრმა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს, „თეთრ ბაირაღებს“ უმასპინძლა, რომელიც 9 წლის გიორგი ჩხაიძის დასახმარებლად გაიმართა.


დასის ყველაზე უხუცესი წევრის, მანუჩარ შერვაშიძის თქმით, როგორც კი გიორგის შესახებ უამბეს, არც კი დაფიქრებულა ისე გადაწყვიტა გურიაში წამოსვლა.


„დარწმუნებული ვარ გიორგი გამოჯანმრთელდება და ყველაფერი კარგად ჩაივლის“ - აღნიშნა მსახიობმა.


„დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ, რათა გვერდით დავუდგეთ 9 წლის გიორგის და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სპექტაკლის ყველა მონაწილეს, ამ დიდი მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


გიორგი ჩხაიძემ ავტოავარიის შედეგად მძიმე ტრამვა მიიღო და ამ დროისთვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31