გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასულ წელს საქართველოში ცოფით დაავადების ორი შემთხვევა აღირიცხა

18-02-2019

2018 წელს საქართველოში ცოფით დაავადების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების დროს განაცხადა.


მისი თქმით, მაშინ, როცა ზედიზედ, სამი წლის განმავლობაში ადამიანების ცოფით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 2018 წელს ეს ტენდენცია დაირღვა.


„ბოლო 2015-2016-2017 წლებში ვამაყობდით, რომ ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ სამწუხაროდ, შარშან დაფიქსირდა ორი შემთხვევა - ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ქალი გადავიდა გალის რაიონში და ტყეში გარეულმა ტურამ დაგლიჯა. მეორე იყო ნაგავსაყრელზე, სადაც ადამიანი ცხოვრობდა და ცოფით დაავადდა. შარშან წინა წლების კარგი სტატისტიკა დაგვერღვა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა.


ინტერპრესნიუსი



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31