გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბიშვილი: საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია

19-02-2019

ზურაბიშვილი: საფრანგეთი მზადაა, თავის პარტნიორებთან ერთად, ძალიან აქტიურად დაგვიჭიროს მხარი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება და მათ შორის, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზადაა, საქართველოს დაუჭიროს მხარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რაც მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, არაღიარების პოლიტიკაზე. საფრანგეთი მზად არის თავის პარტნიორებთან ერთად ძალიან აქტიურად დაგვიჭიროს მხარი ამ კუთხით. ვიცით, სად არსებობს პრობლემები და ამაზეც ვისაუბრეთ და საერთოდ, საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მზადყოფნა, რომ აქაც იყოს ჩვენს გვერდით, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


იქამდე, მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930