გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩუთის მერიამ, ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" დახმარებით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადასცა

20-02-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ , მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და წევრებთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოთხ პირს ეტლები გადასცეს.


ეტლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გამოუგზავნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის".


„ეს ორგანიზაცია, მესამე წელია, გვეხმარება და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ეტლებს გვიგზავნის სრულიად უსასყიდლოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. მათი დახმარებით ლანჩხუთში დღეს კიდევ ოთხ ადამიანს გადაეცა ეტლი“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ალექსანდრე სარიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31