გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა

20-02-2019

ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე გუშინდელი ინცინდენტის დროს დაჭრილ კაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძლებს მკურნალობას.


გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. სწორედ ამ დროს დაჭრეს მეორე მამაკაციც.


არსებული ინფორმაციით, ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930