გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

20-02-2019

საფრანგეთში პოლიციამ 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავა.


ფრანგული მედიის ცნობით, 36 და 28 წლის მამაკაცები საფრანგეთის ქალაქ გაპის სასამართლოს წინაშე გუშინ წარდგნენ.


გამოძიების ცნობით, მათ მაღაზიიდან ძვირადღირებული ვისკი, კონიაკი და შამპანური მოიპარეს. დაკავების შემდეგ პოლიციამ მათი ბინა გაჩხრიკა, სადაც 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინა.


გავრცელებული ინფრმაციით, მოსამართლემ ერთს სამი წლით, მეორეს კი, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930