გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონსტანტინიდი აშშ-ის ასიგნებების აქტზე: ესაა აშშ-ს პოლიტიკური გზავნილი იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც რისკს წარმოადგენდნენ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით

20-02-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ვლადიმერ ​კონსტანტინიდი აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით, პრევენციული გზავნილია მსოფლიოს ქვეყნებისთვის.


„ეს, ცალსახად, დადებითი მოვლენაა. ესაა აშშ-ს პოლიტიკური გზავნილი იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულ რისკებს წარმოადგენდნენ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. ეს მათთვის არის გზავნილი, რომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება, არასწორად გადადგმული ნაბიჯი, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დარღვევა, აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან, შესაბამის სანქციებს გამოიწვევს. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ შეუჩერდებათ ფინანსური დახმარება, თუ ისინი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ ან რაიმე ფორმით, მათთან ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებენ.


ეს, გარკვეულწილად, პრევენციული გზავნილიცაა, რომელსაც პრაქტიკული შედეგებიც მოჰყვება“ - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930