გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება

20-02-2019

ჩემთან ასეთი საუბრის უფლება - გაგრიცხავთ და ა.შ. არავის აქვს, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს. მე ვერავინ გამრიცხავს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას გუნდიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით. 


"მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ. ჩემს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მე თავად ვიღებ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვას არავის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


ინტერპრესნიუსი



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31