გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

22-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში, მ. ჯავახიშვილის და ლ. ქიაჩელის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან სამშენებლო ხელსაწყოები, სათხილამურო ფეხსაცმელი და სუვენირები მოიპარა.


სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.


გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031