გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორშაბათს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“

22-02-2019

დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ორშაბათს ბრიფინგს გამართავს, რომელზეც გააკეთებს განცხადებას, - დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს.

 

„არის სერიოზული გამოწვევა ყველა ჩვენთაგანისთვის, ვისაც მიგვაჩნდა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს მივიღეთ მანდატი იმისათვის, რომ გვებრძოლა ხალხისთვის, ქვეყნისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ყველასთვის გამოწვევაა. ყველამ თავისთვის უნდა ჩამოიყალიბოს პოზიცია და დასაბუთებულად, გააზრებულად უთხრას ქართველ ხალხს, სად არის, რას აპირებს, რა უნდა იმ პოლიტიკური პროცესებიდან, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამიტომ გთხოვთ, რომ ორშაბათამდე მოითმინეთ და დასაბუთებული იქნება ჩემი ინიციატივა" - აღნიშნა ფოფხაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31