გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება

23-02-2019

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, ფილმის გადასარები სამუშაოების გამო, დღეს, 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამოდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.


ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.


დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთვება. გადაღების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეციალური ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება შეწყდება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031