25-02-2019
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე გვიან ღამით სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით - „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ეშვება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ერი პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ იუნკრებს და ყველას, ვინც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა.
13-05-2026
23-06-2026
27-06-2026
26-06-2026