გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

25-02-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითური განზრახვით დაუკავშირდნენ სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნეს იგი, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დახმარებით, 5 000 ლარის გადახდის შემთხვევაში, შეძლებდნენ საცხოვრებელი ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემას. უწყების ცნობითმ აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს და გამოართვეს თანხის ნაწილი - 1 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031