გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე

25-02-2019

შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.


მისივე თქმით, დღის წესრიგში არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომლებსაც მმართველი პარტიის მხრიდან სჭირდება სათანადო გადაწყვეტილებების მიღება.


"ეს არის მეტწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის. შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე", - განაცხადა თალაკვაძემ.


ინტერპრესნიუსი



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031