გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ და ამ კუთხით ვმუშაობ

25-02-2019

ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ და ამ კუთხით ვმუშაობ. თანამოაზრეებთან გვექნება კონსულტაციები, - ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.


„დღეიდან დავიწყებ ყველა იმ ადამიანთან კონსულტაციას, რომელიც ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ შეიძლება იყოს მოაზრებული. ეს გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც, პირველ ეტაპზე, თემატურად გაერთიანდება. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. შესაძლოა, მოხდეს ახალი ფრაქციის შექმნაც. ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება პარლამენტში არ ვიცით, თუმცა არსებული უმცირესობა ავტომატურად დაიშლება მაშინვე, როგორც კი უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს. იმათ გარდა, ვინც ერთ პოზიციაზე ვდგავართ, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მექნება სხვებთანაც. დავილაპარაკებთ „სოციალ-დემოკრატებთანაც“, შეიძლება თემატურად ვითანამშრომლოთ“ - აღნიშნა ბესელიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31