გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე: საზედამხდველო ღონისძიებები ნებისმიერი მესამე მხარისთვის კონფიდენციალური და დახურულია

25-02-2019

„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის“ - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტრო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი“ ბანკს შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თიბისი” ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლმენტში მოსვლაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ“ - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031