გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყალტუბოში, ყაჩაღობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს

26-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და 2001 წელს დაბადებული გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წყალტუბოში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში, ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31