გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს

26-02-2019

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


წარმატებულ კურსდამთავრებულებს 35 ოქროსა და 15 ვერცხლის მედლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა დარეჯან ზარანდიამ გადასცეს.


მათ, უკვე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ წინსვლაში და ქვეყნის განვითარების საქმეში განათლებული თაობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930