გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაქოში სალომე ზურაბიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა იმართება

27-02-2019

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ბაქოში, პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სასახლეში - “ზაგულბა“ საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.


სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პირველი პირის გარდა, შეხვედრებს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.


აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.


საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.


საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 28 თებერვალს დასრულდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930