გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირია დააკავებული

27-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1997 წელს დაბადებული მ.ა. და 1994 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.


მათ ბრალი ქურდობის მცდელობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს ლითონის მჭრელების საშუალებით ჭრიდნენ და იპარავდნენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა დ.ა.-მ დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.


გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31