გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შავ ზღვაში ექსპედიციის დროს დაჭერილი ზვიგენი ისევ ზღვაში დააბრუნეს

27-02-2019

შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს საზღვაო ექსპედიცია დასრულდა.  2019 წლის პირველი  ექსპედიციის ფარგლებში თევზჭერა სანაპიროს სხვადასხვა უბანზე განხორციელდა.  ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა  შავი ზღვის ზვიგენიც დაიჭირეს, რომელიც სპეციალისტებმა მალევე დააბრუნეს ზღვაში.


"საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გარემოში იქნა დაბრუნებული" - აცხადებენ უწყებაში.


კვლევის ფარგლებში, ექოსაუნდერით სკანირებით შეგროვდა მასალა  ზღვის სანაპიროზე თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ. ასევე, წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულედება.


აჭარის ტელევიზია



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31