გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი ეგვიპტეში დააჯილდოვეს

27-02-2019

ეგვიპტეში Aswan International Women Film Festival-ი გაიმართა, სადაც მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.


“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.


“სანამ მამა დაბრუნდება” ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები კი პანკისის ხეობაში ვითარდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930