გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა.

28-02-2019

ვარშავაში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა და სენატის მარშალმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ, მარეკ კუხჩინსკიმ და სტანისლავ კარჩევსკიმ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.


დღევანდელ სესიაზე განხილვის მთავარ თემას ქართულ-პოლონური ურთიერთობები - საერთო ისტორია და გამოცდილება წარმოადგენდა. ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, მარია კოცმა და გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვეს ახლად ჩამოყალიბებული ასამბლეის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერების მიმართულებით.


სესიაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სესიის მეორე სამუშაო დღე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმობა.


საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - გიორგი ვოლსკი, დელეგაციის წევრები: გელა სამხარაული, ნინო გოგუაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ლომია და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო ქაცარავა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930