გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი: ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია

28-02-2019

სასტუმრო „პარაგრაფს“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილს „მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი ულოცავს.


„ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია. გახსნის დღიდან, 1 წლის თავზე, ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს" - აცხადებს ჯონ ლაისენსი.


მისი თქმით, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია.


„პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა“ - განაცხადა ჯონ ლაისენსმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31