გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარში ეროვნულმა ბანკმა 85 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

28-02-2019

2019 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ექვსი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 85 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.97 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.05 პროცენტით გამყარდა. წლიურ დონეზე, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.36 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.16 პროცენტით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6766 -დან 2.6550-მდე შეიცვალა, ანუ 0.8 პროცენტით გამყარდა.


2019 წლის იანვარში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 85.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.6 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 78.5 პროცენტით მეტია წინა წლის იანვრის მონაცემზე. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 5 პროცენტით შემცირდა ხოლო წლიურად კი 128 პროცენტით გაიზარდა.


იანვარში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 67 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 46 პროცენტი უჭირავს. ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი 2პპ-ით გაიზარდა და 12 პროცენტი შეადგინა, რაც დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031