გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ თბილისში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ.ი. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გვიან ღამით, ლისის ტბის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მდებარე საცავიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო ხელსაწყო და აპარატურა მოიპარა. ავტომობილში მოათავსა. სამართალდამცველებმა ბ.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა.


პოლიციამ მოპარული ხელსაწყოები ავტომანქანიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.


ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31