გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის, ანი ჩირაძის მიერ სავარაუდოდ, პატრულის შეურაცხყოფის ფაქტზე, სასამართლოში პროცესი იმართება

1-03-2019

თბილისის საქლაქო სასამართლოში ამ წუთებში, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


არსებული ინფორმაციით, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

მსახიობს კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, კომენტარის გაკეთება არ სურს და განაცხადა, რომ სასამართლოში „მეგობარს გაჰყვა“.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.


ინტერპრესნიუსი



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031