გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლენტეხში, სოფელი ხოფურის მოსახლეობა სოფლისთვის გამოყოფილ 10 000 ლარს სასაფლაოს მოახმარს

1-03-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ მათთვის ყველაზე პრობლემურ და აუცილებლად მოსაგვარებელ საკითხად სასაფლაოს კეთილმოწყობა დაასახელა. შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 10 000 ლარი სასაფლაოს შემოღობვასა და მოვლა-პატრონობას მოხმარდება.


კრებას მუნიციპელიტეტის მერი უძღვებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, გარე განათებებისა

და გზის პრობლემა, თუმცა დამსწრეთა უმრავლესობამ სასაფლაოს კეთილმოწყობას მიანიჭა უპირატესობა.


,,კრებაში მონაწილეთა 90%-მა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ჩარევის და მითითების უფლება არ გვქონდა. შევადგინეთ ოქმი და მაისიდან დაიწყება სასაფლაოს კეთილმოწყობა“,-აცხადებს ბადრი ლიპარტელიანი.


მერის ინფორმაციით, სოფელ ხოფურში კრებას 30 ადამიანი ესწრებოდა.


lentekhi.ge



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31