გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს ბავშვთა ფონდი: მსოფლიოში წითელას შემთხვევებმა საგანგაშოდ იმატა

4-03-2019

გაეროს ბავშვთა ფონდი წითელას საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებლის შესახებ იტყობინება. საუბარია ათ ქვეყანაზე, სადაც 74%-ზე მეტია ინფიცირებულთა რაოდენობის მატება. დაავადების გააქტიურება შეინიშნება იმ ქვეყნებშიც, რომელშიც წითელას შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა.


2018 წელს 3/4-ით გაიზარდა მაჩვენებელი ათ ქვეყანაში, მათ შორის აღსანიშავია მნიშვნელოვანი ეპიდემიური აფეთქება ბრაზილიაში, მადაგასკარზე, ფილიპინებში, უკრაინასა და იემენში.


"მოგიწოდებთ გამოფხიზლებისკენ. ჩვენ გვაქვს უსაფრთხო, ეფექტური და იაფი ვაქცინა გადამდები დაავადების წინააღმდეგ, ვაქცინა, რომელმაც ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინა. ეს შემთხვევები არ მომხდარა ერთ ღამეში, ისევე როგორც დღევანდელი ეპიდაფეთქება, რომელიც 2018 წლიდან იკრებს ძალას. უმოქმედობა დღეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს ხვალ" - ამბობს ჰენრიეტა ფორი, - გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31