გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

4-03-2019

საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ქალაქ ნიუ-იორკში ქართველი ხელოვანების, მომღერალი ნუცა ნებიერიძისა და მხატვარი ბელა რომელაშვილის ერთობლივი ღონისძიება - "The Connections" გაიმართა.


ბელა რომელაშვილი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარია, ხოლო მომღერალ ნუცა ნებიერიძეს კარგად იცნობს ქ. ნიუ იორკის პუბლიკა.


ასევე საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით, ქ. ნიუ იორკში გაიმართა ადამ მორგანშტერნის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „Ten Stories from Georgia“. ფოტოგრაფმა სტუმრებს გაუზიარა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული საინტერესო გამოცდილება და მის მიერ გადაღებული ფოტოების ისტორია. წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავენ ქართულ ტრადიციებს და ღვინის წარმოების უძველეს კულტურას.


აღსანიშნავია, რომ ადამ მორგანშტერნი ამერიკელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ხშირად გვხვდება ცნობილ გამოცემებში როგორიცაა: Forbes, Wall Street Journal და სხვ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31