გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სს"ელმავალმშენებელი" ქარხანა მასშტაბური აქციისთვის ემზადება

5-03-2019

ელმავალმშენებელ ქარხანასთან დღეს თანამშრომლების და პროფკავშირების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდება და პრესისთვის მიმდინარე დავაზე განცხადებას გააკეთებს. ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 


შეგახსენებთ, ქარხნის ადმინისტრაციამ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ჩართულობით მედიაციაში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაზე უარი განაცხადა და პროცესში რკინიგზელთა მეორე, ადმინისტრაციასთან შეკრული პროფკავშირის ჩართვა მოითხოვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031