გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ოგბაიძე: ეს იგივეა, 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ

5-03-2019

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, შალვა ოგბაიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე მშობლებს მოუწოდებს, არ უყიდონ 17 წლის შვილებს ავტომობილები.


„მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.
ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ.
დაფიქრდით მშობლებო! “ - წერს შალვა ოგბაიძე.


„3 ნასვამი 17-18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ავარიაში შინდისში“ - აღნიშნავს დეპუტატი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031