გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტროსადგური "ისანი", "სამგორი" და "ვარკეთილი" მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

30-01-2018

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტის გამო, თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იუწყება.

 

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.

 

ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.

 

თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

 

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს”-ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930