გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ადამიანთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლშიც აღარ მოდიან

5-03-2019

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც კითხვები დაისვა ნათესავებთან დაკავშირებით, ამის საფუძველი იყო.


„ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება და ამაზე ღიად უსაუბრია ბიძინა ივანიშვილსაც და ყველას.


ზოგადად, ეს არ არის უცხო თემა, ნაცნობი თემაა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომიდინარე, ცდილობენ რამენაირად „იხეირონ“, ასე ვთქვათ. არ ვიცი ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს ჩემი პირადულია, რაც იყო მაშინ მე თვითონ გავასწორე ყველაფერი. გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი. მანამდე იყო, ერთი წლით ადრე - ეს ხმაური და კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა“-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31