გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბიშვილი: მოსამართლეებისგან პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია

6-03-2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოდის. სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებთან მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მხოლოდ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. მისივე განცხადებით, მოსამართლეების მხრიდან, პოლიტიკურ თემებზე საუბარი მიუღებელია.


„მოსამართლეთაშერჩევის კრიტერიუმების შემუშავების მთავრი მამოძრავებელი პრინციპი სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერებაა. ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მომსამართლეთათვის აუცილებელი კრიტერიუმების შემუშავებაზე მუშაობს.


მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება, მითუმეტეს - პერსონებზე, მიუღებელია. ამასთან, ეს იქნებოდა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში, ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, ისაა, რომ შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მათგან მიუღებელია პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე.


მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისია. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებშიც, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით 4 გამომსვლელი გამოვა. ესენი იქნებიან: უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერები და ორი ფრაქციის თავმჯდომარეები, რომლებიც უმცირესობასა და უმრავლესობაში არ შედიან. ფრაქციების თავმჯდომარეებს გამოსვლისთვის 10-10 წუთი, ხოლო ლიდერებს 15-15 წუთი ექნებათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930