გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო ოპოზიციამ თავად აღიარა, რომ პოლიტიკური კულტურა არა აქვთ

6-03-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე დღეს პარლამენტში, ოპოზიციის ქმედებას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებისადამი პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დამტკიცდეს.


„დღეს, საპარლამენტო ოპოზიციამ თავად აღიარა, რომ პოლიტიკური კულტურა არა აქვთ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. საქმე იმაშია, რომ ისინი ამაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი ინსტიტუტებისადმი პატივისცემას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ეს ქმედება გამართლებულია იმით, რომ მათ დღეს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას პირველივე დღეებიდან წარმატებით შეუდგა. ის იტენსიურად ხვდება ევროპელ ლიდერებს, ამყარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ღირსეულად იცავს საქართველოს ინტერესებს.


ამ ფონზე, ოპონენტებს პარლამენტში ან მისი წარმატების აღიარება მოუწევდათ, ან სიცრუეზე დაფუძნებულ წინასაარჩევნო ნარატივში ჩარჩენა, რაც უკვე სრულიად არაადეკვატური იქნებოდა, ამიტომ საერთოდ აარიდეს თავი პროცესში მონაწილეობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930