გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუვაში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას მოეწერება ხელი

7-03-2019

ლიეტუვაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყო, ხელი მოეწერება კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას.


ლიეტუვაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ნათელი მაგალითია.


ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მიერ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები დაესწრებიან.


„როგორც მოგეხსენებათ ლიეტუვასთან საქართველოს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ამ ტანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სწორედ კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.


დოკუმენტი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული ერთობლივი გამოწვევებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათი განეიტრალებისათვის ერთობლივი პოზიციების კიდევ უფრო გააქტიურებას”, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.


დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში გაიმართება, რომელიც ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში შედის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930